Saturday, June 13, 2020

CML Education


გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც განათლების სისტემას მოუწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა, მსგავსად სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აქტიურად დაიწყო საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. სიტუაციიდან გამომდინარე, კადეტებს უწევდათ შემეცნებითი ტიპის ინფორმაციის მოძიება,  პრეზენტაციების შექმნა და დავალებების ონლაინ რეჟიმში წარდგენა. სწორედ აქ წააწყდნენ კადეტები მთავარ პრობლემას -  ინტერნეტ-სივრცეში ქართულ ენაზე არსებული შემეცნებითი ლიტერატურის სიმწირეს.

მათ მოუწიათ სხვადასხვა ლიტერატურის თარგმნა, თუ გადამუშავება და სლაიდების სახით მათი მომზადება გაკვეთილებზე წარსადგენად. თითოეული კადეტის, თუ მასწავლებლის პორტფოლიო, მრავალი ასეთი ნამუშევრით შეივსო, გაჩნდა სჭიროება, ელექტრონულ სივრცეში განგვეთავსებინა დაგროვილი მასალა, სადაც ჩვენი ნამუშევრები, თავად ჩვენთვის, სხვა კადეტებისა და მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის, მასწავლებლებისთვის, თუ დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბლოგი.